Search This Blog

Wednesday, December 8, 2010

Korpiklaani

Korpiklaani


კორპიკლაანი არის ფოლკ მეტალ ჯგუფი ფინეთიდან, რომლებიც ადრე ცნობილები იყვნენ როგორც Shaman - ი.


ბიოგრაფია:

        სანამ ხვა ჯგუფები იწყებდნენ მეტალით და მერე გადადიოდნენ ფოლკზე, კორპიკლაანიმ დაიწყო ფოლკით და შემდგომ გადავიდა მეტალზე. კოპლიკლაანის ფესვებს მივყავართ ერთ სკანდინავიურ ჯგუფთან - Shamaani Duo - სთან ( ნიშნავს "in house restaurant band" (ვერაფრით ვერ ვთარგმნე)), რომლის შექმნა ჯონ ჯარველას სახელს უკავშირდება (1993).  ფოლკ მუსიკის პირველი ალბომი ამ სახელით გამოიცა, სანამ ჯონი გადაიტანდა და ჩამოაყალიბებდა ახალ ჯგუფს - შამანს. გამოსცა ორი ალბომი - ერთი 1999 წელს და მეორე 2001 წელს. ამის შემდეგ ჯონმა შეცვალა ჯგუფს გადაარქვა სახელი და გახდა Korpiklaani ( ტყის კლანი). სახელის გადარქმევა მოჰყვა მათი მუსიკის შეცვლას. ჯონიმ უარი თქვა ტრადიციულ იოიკ ვოკალზე და ფინურ ენაზე. მან ასევე სინთეზატორი შეცვალა ნამდვილი ფოლკ ინსტრუმენტებით. ჯონ ჯარველას აქვს დიდი დამსახურება, Finntroll - თან ერთად, როგორც კატალიზატორს, აქცენტის გადატანისათვის ფოლკიდან მეტალზე. მათი ლირიკები ხშირად დაკავშირებულია ალკოჰოლთან და ღრეობასთან.
        ჯონ ჯარველას თქმით მათი სიმღერები ფინეთში უნდა გაიგონ როგორც "ძველი ხალხის მუსიკა ჰევი მეტალის გიტარებით".
       
        ფინტროლსა და კორპიკლაანის შორის იყო თანამშრომლობა. ფინელმა ტროლმა Samu Ruotsalainen - მა თავის თავზე იტვირთა დროებითი დრამერის როლი მათი სადებიუტო ალბომ "Spirit of the Forest" - სთვის. ჯონმა კი ტავის ტავზე იტვირთა იოიკ სიმღერების შესრულება ფინტროლის Jaktens Tid - ში.
       
        კორპიკლაანიმ მეექვსე ალბომი გამოუშვა 2009 წლის ზაფხულში სახელად Karkelo ( ღრეობა ).
        Korpiklaani - ს მიმდინარე ტურის შემდეგ ჯონი გეგმავს ახალი ალბომის გამოშვებას და როგორც მან აღნიშნა "სახელი ჩვენთვისაც საიდუმლოაო".
       
        სახელი კორპიკლაანი ნიშნავს "ტყის კლანს", მაგრამ სალაპარაკო ფინურში "Korpi" ნიშნავს "ძველ, ბნელ ტყეს". ასევე ბიოლოგიაში მიეკუთვნება ხეებიანი ჭაობების საკვებ ტიპს.

      შემადგენლობა:
        ახლანდელი წევრები

    * Jonne Järvelä – ვოკალი, გიტარა
    * Jaakko "Hittavainen" Lemmetty – ვიოლინო, იუჰიკო და ჩასაბერი საკრავები.
    * Kalle "Cane" Savijärvi – გიტარა
    * Matti "Matson" Johansson – დრამები
    * Jarkko Aaltonen – ბასი
    * Juho Kauppinen – აკორდეონი

       ძველი წევრები

    * Ali Määttä – დასარტყამი ინსტრუმენტები
    * Arto Tissari – ბასი
    * Toni "Honka" Honkanen – გიტარა
    * Samu Ruotsalainen (ფინელი ტროლი) – დრამები (მხოლოდ Spirit of the Forest)



Discography    * Spirit of the Forest (2003)

    * Voice of Wilderness (2005)

    * Tales Along This Road (2006)

    * Tervaskanto (2007)

    * Korven Kuningas (2008)

    * Karkelo (2009)

    * Ukon Wacka (2011 - ის თებერვალში გამოვა)

No comments:

Post a Comment