TURISAS

ისტორია
TURISAS - ი არის ფინური ფოლკ მეტალ ჯგუფი Hämeenlinna - დან. ის დაარსეს მათიას ნიგერდმა და ჯუსი ვიკსტრომმა 1997 წელს და სახელი დაერქვა ანტიკური ფინური ომის ღმერთის Iku-Turso - ს "საპატივსაცემოდ".
TURISAS - ი არის ფოლკ მეტალ ჯგუფი, რომელიც მოიცავს power მეტალის ელემენტებს, სიმფონიური მეტალის გავლენით. TURISAS - ი ასევე ცნობილია იმითი, რომ ყველა მის სოლოს ასრულებს ელექტრონული ვიოლინო. ამითი ეწინააღმდეგებიან ტრადიციულ გიტარის სოლოს (yeah). 2004 წელს გამოსული ალბომის სახელია "Battle Metal", მაგრამ ეს არ შეიძლება შევიცნოთ როგორც მეტალის კანონიური სუბჟანრი.
2005 წლის 28 ოქტომბერს TURISAS - ის გიტარისტი გეორგ ლაკსო ცუდად დაშავდა ავტოკატასტროფაში. მას დაუდგინეს ზურგის ტვინის დაავადება. ასე, რომ 2006 წლის 12 ივლისს ჯგუფის ოფიციალურ ვებსაიტზე გაჩნდა სტატია მისი ჯგუფიდან წასვლის შესახებ. მიუხედავად ამისა, ჯგუფი აგრძელებს მუშაობას თავის მეორე ალბომზე, სახელად "The Varangian Way", რომელიც გაყიდვაშია ადრეული 2007 წლიდან. გიტარის პარტიები მთლიანად ჩაწერა ჯუსი ვიკსტრომმა.
მათიას ნიგერდმა გაამჟღავნა ჟურნალ Terrorizer - ის 2007 წლის იანვრის ნომერში ის, რომ ჯგუფს ემატებოდნენ ახალი წევრები(Hannes Horma, Olli Vänskä, Janne Mäkinen და Antti Laurila)TURISAS-ი გახდა ოქტეტი. 2007 წლის 19 თებერვალს ჯგუფის ქეიბორდისტმა ჯგუფის ოფიციალურ ფორუმზე განაცხადა მისი ჯგუფიდან წასვლის შესახებ. ეს ცნობა მოგვიანებით დაამოწმა მთელმა ჯგუფმა. მათიას ნიგერდი ასრულებს სინთეზატორის პარტიებს ალბომ "The Varangian Way" -ში. TURISAS- ი დღესაც იყენებს მის ჩანაწერ პარტიებს ლაივებში.
2008 წლის იანვარში ჯგუფის აკორდიონზე დამკვრელი მისტერიულად გაუჩინარდა ამსტერდამში. ამიტომ დამდეგ ლაივ კონცერტებზე ჯგუფის სახელით გამოვიდა ნეტა სკოგი. ნეტა სკოგი მალევე გახდა ჯგუფის ოფიციალური წევრი.
TURISAS - ი მონაწილეობდა პაგანფესტის ტურში, ისეთ ჯგუფებთან ერთად როგორებიც არიან Ensiferum - ი, Týr - ი და Eluveitie.
2010 წლის მარტში, TURISAS- მა განაცხადა ის, რომ მუშაობს ახალ ალბომზე.
No comments:
Post a Comment